23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 26-ე დღე. დღეს მთვარე კირჩხიბში გვირჩევს ოჯახის წევრებთან აქტიურ ურთიერთობას. ყოველდღიურ რუტინაში ჩაძირვა შეამცირებს ემოციურ დაძაბულობას. არ გადადოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება. საქმიანი შეხვედრების გამართვა არაფორმალურ გარემოში, ვიწრო წრეში სჯობს. მიზანშეწონილია, შეინახოთ კორპორატიული და ოჯახური საიდუმლოებები.

ვერძი

ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. რთული იქნება ემოციებთან გამკლავება.

კურო

პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ, დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები გონივრული და ჯანსაღი მიდგომით.

ტყუპები

დღეს, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება, პარტნიორული ურთიერთობებთან გონივრული მიდგომა სამომავლოდ წარმატების მომტანი იქნება.

კირჩხიბი

იზრდება თქვენი გავლენის არეალი და ცნობადობა. ზომიერება და სხვათა დამშვიდების უნარი ზრდის თქვენს ავტორიტეტსა და იმიჯზეც კარგად აისახება.

ლომი

დღეს შესაძლოა იმ ძველ ურთიერთობებში, რომელიც ტვირთად გაწევთ, ხარვეზების შესწორება მოგიწიოთ, დროა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ წარსულს და დაისვენოთ.

ქალწული

გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი, დიდია ალბათობა, დადგეთ არჩევანის წინაშე - ვის დაშორდეთ და ვის არა.

სასწორი

კარგი დღეა პირადი თუ ოჯახური სივრცის მოსაწესრიგებლად, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. საქმიანი ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ.

მორიელი

ცვლილებების დრო დადგა, კარგი იქნება, თუ ეს ცვლილებები თქვენს გეგმებში შედის, გადადეთ ყველა საქმე და ჩამოყალიბდით, კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვანზე.

მშვილდოსანი

პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება და გულწრფელობა გჭირდებათ, მეტი სერიოზულობით მიუდექით პირად საკითხებს.

თხის რქა

ნურავის გადააბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას, იყავით მომთმენი და გულდასმით განიხილეთ ყოველი დეტალი, საქმეშიც და ურთიერთობაშიც.

მერწყული

უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველისა და ზედმეტისგან, რათა ახლის წამოწყებისთვის მოემზადოთ. დატოვეთ თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ აუცილებელი, დანარჩენისგან გათავისუფლდით.

თევზები

შესაძლოა, დღეს გაიგოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული და იზრუნეთ თქვენს იმიჯსა და განწყობაზე.