“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
როგორც სულიერი შვილები ჰყვებიან, მამა გაბრიელი ძირფესვიანად იცვლებოდა მძიმე მარხვისას. იყო ჩაღრმავებული ფიქრებში. არც სალოსობდა და არც ხუმრობდა... განიცდიდა კაცობრიობის ერთი ნაწილის მიერ ჩადენილ უდიდეს ცოდვას - ჯვარცმას.
წითელ პარასკევს, - იგონებს ერთი მრევლთაგანი, - ამბიონიდან ისეთი შემაჟრჟოლებელი და შემაძრწუნებელი ხმით დაიძახებდა:
"მიეშველეთ! მიეშველეთ! ქრისტეს გოლგოთამდე ჯვარი ააქვს".
ამ დროს ტაძარში კაცი არ იყო არ ატირებულიყო, ხალხი ხმამაღლა ქვითინებდა. გარდამოხსნის დროს ამბიონიდან შესძახებდა ხოლმე მრევლს:
"არ მიატოვოთ ღვთისმშობელი, დედა ღვთისმშობელს ახლა გული მისდის და მოსდის. ახლა მთელი ქვეყანა ღვთისმშობელთანაა, ვინ გაბედავს მიატოვოს, უნდა ვანუგეშოთ, დედაა, განიცდის შვილის ტანჯვას”.
ეს გოდება ისეთი იყო არნახული და არ გაგონილი, თითქოს საკუთარი თვალით ხედავდი ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს ჯვარცმას.
კოშკიდან მამა გაბრიელის ტირილის ხმა შემოგვესმა; ვიკითხე, ეს რა ხმა არის-მეთქი. ერთ-ერთმა მონაზონმა მიპასუხა, მამა გაბრიელი ტირისო. ვნების შვიდეულში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას სთხოვსო.
შეგვეწიოს თითოეულ ჩვენგანს მამა გაბრიელი.