„ყვარლის ბაგა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1743606890
მამუკა ხაზარაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. მას, სავარაუდოდ, ბრალს გააცნობენ. "ლელოს" დამფუძნებელი რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მან უარი თქვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე.
კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარა - ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, მას ბიზნესი წაართვეს, ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და "თი ბი სი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა.