ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო 1715059848

რაფაჰში ოპერაციის შესახებ ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

რაფაჰში ოპერაციის შესახებ მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, - ცნობას თეთრი სახლი ავრცელებს და იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის ბოლოდროინდელი მცდელობების შესახებ აცნობა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაუმეორა.თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად, ისრაელი კერემ შალომის გადასასვლელის თავიდან გახსნას დათანხმდა.

„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს

მსოფლიო 1715059653

„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს - მედია

„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს, - ცნობას ლონდონში მოქმედი კატარული გამოცემა „ალ-არაბი ალ ჯადიიდი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ „ჰამასი“ მოლაპარაკებებში მონაწილეობას „მედიატორთა ძალისხმევის შედეგების მიღებამდე“ წყვეტს.მანამდე კი ისრაელის მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის წინადადებას დათანხმდა. ისრაელის მედიაში კი აცხადებდნენ, რომ „ჰამასმა“ ის პირობები მიიღო, რომელზეც ისრაელი უარს აცხადებს.

ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს

მსოფლიო 1715059565

ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს

ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს. ცაჰალის არმიას მიზანმიმართული იერიშები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე მიაქვს. ომის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ რაფაჰზე თავდასხმა, რათა ზემოქმედება მოახდინონ „ჰამასზე“. მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დაწყებას აიძულებს.„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ყოველ საპასუხო მოქმედებას და ვცდილობთ ბოლომდე გამოვიყენოთ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების შესაძლებლობა. პარალელურად, ვაგრძელებთ ღაზის სექტორში აქტიურ მოქმედებას და ეს მოქმედება გაგრძელდება“, - განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დენიელ ჰაგარმა.

წყალი

საზოგადოება 1715057027

წყალი შეწყდება! - გადაამოწმეთ მისამართები

დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.საბურთალოს რაიონში, მოციქულთასწორი ნინოს ქუჩის N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 06/05 20:20-დან 07/05 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:მოციქულთასწორი ნინოს ქუჩას.სამგორის რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად ქინძმარაულის შეს. N11-თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 07/05-ის 03:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა:ქინძმარაულის შესახვევი N11.

მოძრაობა აკრძალულია

საზოგადოება 1715056771

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია! - ნახეთ, დეტალურად

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.