ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1715196900

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძითვალი ადევნეთ მიმდინარე მოვლენებსა და ახლობელ ადამიანთა რეაქციებს, იზრუნეთ მათზე და გაითვალისწინეთ, რომ ოჯახური მყუდროება და ბედნიერება ახლა თქვენთვის ყველაზე მთავარია.კუროშეაფასეთ პერსპექტივები და იმოქმედეთ გარემოებების მიხედვით, ახლა მეტად მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები.ტყუპებირამდენიმე საქმეს, დიდი ალბათობით, დამოუკიდებლადაც გაართმევთ თავს, აი, სხვები კი თქვენზე იქნებიან დამოკიდებული. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, იფიქრეთ მასში სიახლეების შეტანასა და გაფართოებაზე.კირჩხიბიმეტად მოგებული დარჩებით, თუ კონკურენტებთან ბრძოლის ნაცვლად მათ გამოცდილებას გამოიყენებთ, უარს ნუ იტყვით სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებზე, რადგან, დიდი ალბათობით, საქმეები თქვენს საკეთილდღეოდ განვითარდება.ლომითქვენი ფიზიკური და ინტელექტუალური ძალები სასურველია, ყველა მიმართულებით გადაანაწილოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი მფარველი მნათობი - მზე არ მოგაკლებთ თავის ძალას.ქალწულიგაითვალისწინეთ, რომ ახლა ძველი მეთოდებით მოქმედება თქვენთვის გაცილებით წარმატების მომტანია, ვიდრე ახალი და არა გამოცდილი ხერხებით სვლა. შეეცადეთ, ახალ პირობებთან სწრაფად ადაპტირდეთ.სასწორიყველაფერი ჩვეული რიტმით მიმდინარეობს, არც მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნუ მოადუნებთ ყურადღებას და აქცენტები დასვით პრიორიტეტებზე.მორიელიკარგი პერიოდია იმისთვის, რომ გაერკვეთ საკუთარ თავში, არ დაკარგოთ დრო და გონივრულად იმოქმედეთ ძველ ურთიერთობებთან დაკავშირებით.მშვილდოსანიახლა კარგი დროა, ძველი შეცდომების გამოსასწორებლად, მაგრამ ახალი საქმიანობისგან ჯერ თავი შეიკავეთ. მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები საქმიანობის სფეროში.თხის რქაეცადეთ, მეტად აკონტროლოთ სიტუაციები, თვალყური ადევნეთ მოვლენების განვითარებას, რათა ადეკვატურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომელსაც სამყარო გიგზავნით.მერწყულიმიუხედავად უქმე დღისა, სიახლეებითაა დღე დახუნძლული, შესაძლოა, თქვენი თავიც და მთლიანად სამყაროც ახლებურად დაინახოთ. გონივრულად გადაანაწილეთ დრო.თევზებითქვენ იმაზე დიდი პოტენციალი გაქვთ, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ, არის გარკვეული სირთულეები, ამიტომ, მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, იჩქარეთ, სანამ დრო თქვენს სასიკეთოდ მუშაობს. 

მელია

მეცნიერება 1715196771

კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ

დღევანდელი არგენტინის ტერიტორიაზე უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. აქ ადამიანი თავის "ოთხფეხა მეგობართან" ერთად იყო დაკრძალული. კვლევამ აჩვენა, რომ ძვლები არ ეკუთვნოდა ძაღლს, ეს იყო მელა.ადამიანებისა და ძაღლების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს. ამ ორ სახეობას შორის ურთიერთობა ათიათასობით წლისაა. თუმცა, პატაგონიის სამარხის ახალი ანალიზი, რომელიც დაახლოებით 1 500 წლით თარიღდება, მიანიშნებს, რომ მსგავსი კავშირი ადამიანებს მელიებთანაც ჰქონდათ. საუბარია მელას აწ უკვე გადაშენებულ (Dusicyon avus) სახეობაზე.არქეოლოგებმა D. avus-ის ჩონჩხი თავდაპირველად 1991 წელს აღმოაჩინეს. ის ჩრდილოეთ პატაგონიაში ადამიანთან ერთად იყო დამარხული.„მელას არ აღენიშნებოდა ჭრილობის კვალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის არ მოუკლავთ", — თქვა მკვლევარმა ოფელი ლებრასერმა.დნმ-ისა და რადიოკარბონული დათარიღების სიღრმისეულმა ანალიზმა მელას სახეობა და ასაკი გამოავლინა, ხოლო კოლაგენის გამოკვლევამ ისიც გვითხრა, თუ რას ჭამდა ცხოველი. დადგინდა, რომ მელა ისე იკვებებოდა, როგორც ამ ჯგუფის ადამიანები.მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მელა მოთვინიერებული იყო და ის შინაური ცხოველის სახით ჰყავდათ. მკვლევრებმა მას "ადამიანის მეგობარიც" უწოდეს და ის ძაღლს შეადარეს.აღმოჩენა ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, რის მიხედვითაც, ადამიანები მელიებს იშინაურებდნენ და მათთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც ძაღლებთან.მელა და მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებაD. avus პლეისტოცენის ეპოქიდან არსებობდა და 500 წლის წინ გადაშენდა. ის დაახლოებით თანამედროვე გერმანული ნაგაზის ზომის, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მოცულობითი იყო — იწონიდა 15 კილოგრამამდე. ”ზოგადად, Dusicyon avus ძირითადად ხორცით იკვებებოდა, თუმცა კონკრეტული მელას დიეტა ბევრად მრავალფეროვანი იყო. ის პირდაპირ თანხვედრაშია ადამიანების საკვებთან. როგორც ჩანს, მელას ადამიანები აჭმევდნენ", — თქვა ლებრასერმა.ეს პირდაპირ თანხვედრაშია სხვა კვლევებთანაც. როგორც ჩანს, იგივე პროცესი მიმდინარეობდა სხვა კონტინენტებზე და ადამიანები მელიებთან ნამდვილად მეგობრობდნენ.„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მელიებს ვერ მოიშინაურებდნენ. როგორც ჩანს, წარსულში მელა ძაღლთან ერთად, ადამიანის მეგობარი იყო", — ამბობენ მკვლევრები.მკვლევრებს ისიც აინტერესებთ, თუ რატომ უნდა გადაშენებულიყო მელას ეს სახეობა. არსებობდა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მელიები ევროპელი კოლონისტების მიერ ჩამოყვანილ ძაღლებთან შეჯვარდნენ. თუმცა, მკვლევრების თქმით, მელას დნმ-ის ანალიზი სხვა რამეზე მეტყველებს.„კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიბრიდიზაცია შინაურ ძაღლებსა და Dusicyon avus-ს შორის ვერ მოხდებოდა", — თქვა ლებრასერმა.მიუხედავად ამისა, მელიების გადაშენებაში შეიძლება მაინც ძაღლები იყვნენ დამნაშავე. ამის მიზეზი ძაღლებსა და მელიებს შორის კონკურენცია იქნებოდა. მეორე მიზეზი დაავადებები შეიძლება ყოფილიყო, რომელიც ძაღლებს ევროპის კონტინენტიდან ჩამოჰყვათ და ის მელიებში გავრცელდა.

შაურმა

მსოფლიო 1715196757

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, ქვეყანაში შაურმების ფასი დაარეგულიროს

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, შაურმების ფასი დაარეგულიროს. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, გერმანიის მოქალაქეები სულ უფრო მეტად არიან უკმაყოფილო სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საჭმელის გაძვირებით.გერმანიის კანცლერს შაურმების ფასის მატების შესახებ იმდენად ხშირად ეკითხებიან, რომ მთავრობამ სოციალური მედიით სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს განუმარტა, რომ შაურმის გაძვირება ნაწილობრივ ხელფასების ზრდას და ენერგომატარებლების ფასის მატებას უკავშირდება.ამ ფონზე გერმანელი მემარცხენე პარტიის წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ შაურმებზე ზღვრული ფასი დაწესდეს. შესაბამისი ინიციატივით პარტია პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს.როგორც მემარცხენეები ამბობენ, გერმანიაში შაურმის ფასი ორი წლის წინ 4 ევრო იყო, ხოლო წელს ის 10 ევროა. მათი ინიციატივით, შაურმის ზღვრული ფასი 4,90 ევრო უნდა იყოს, ხოლო ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის 2,90 ევრო უნდა ღირდეს. მათივე რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებს შაურმის შესაძენად ვაუჩერები გადაეცეს.„გარდიანის“ ცნობით, შაურმის გაყიდვები გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 7 მილიარდ ევროს აღწევს. ყოველ წელს ქვეყანაში 1,3 მილიარდი შაურმა იყიდება. მემარცხენეთა გათვლით, შაურმის ფასების სახელმწიფო სუბსიდიით დარეგულირება გერმანიას წელიწადში 4 მილიარდი ევრო დაუჯდება.როგორც „გარდიანი“ წერს, გერმანიის კანცლერი ფასების დარეგულირების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა თავისუფალი ბაზრის პირობებში არ იმუშავებს.სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში ზოგიერთი ახალ კანცლერად ანგელა მერკელის დაბრუნებას ითხოვს, რადგან „ის შაურმის ფასს კარგად აკონტროლებდა“.

შორენა ბეგაშვილი

ტაბლოიდი 1715196673

„პიაცადან ვუყურებდი ამ მშვენებას...“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა, რომელიც იტალიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ულამაზესი მოდელი შავ კაბაში, პიაცას ფონზე პოზირებს.მოგვიანებით შორენას კომენტარებში დაუწერეს, რომ აღნიშნულ ფოტოსესიას თვალს პიაცადან ადევნებდნენ. მოდელმა უამრავი კომპლიმენტი მიიღო.           View this post on Instagram                       A post shared by SHO 🖤 (@shorenabegashviliofficial)

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1715196633

"სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს" - ნუცა ბუზალაძე

მომღერალ, ნუცა ბუზალაძის ახალი ვიდეო ვრცელდება: „ჩემს პოზიციას, რაც გამიკეთებია, ვამტკიცებ ბავშვობიდან, სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს. არასდროს, არც ერთ კონკურსზე სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობა არ მიმიღია. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, ისეთი ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს.ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ქართველი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი.  მე ყვალაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო როგორც ეს ამერიკან აიდოლის დროს ხდებოდა. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი”- ამბობს ნუცა ბუზალაძე.