„მე ბინძურად არ ვთამაშობ...“ - სალსი მიმართვას ავრცელებს

სალსი

სალომე ბარათაშვილი „პრაიმ ჰაუსში“ მიმდინარე დაძაბული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე ვარ რეალით შოუში, მე არ ვარ პერსონაჟი, მე ვარ პიროვნება.მე ბინძურად არ ვთამაშობ, ეს თუ თამაშია/პროექტია/შოუა კი ბატონო. ლაიქ-დისლაიქის ცერემონიალზე გეთამაშებით მხოლოდ. არავის გაშავებაზე არ ვიქნები ორიენტირებული საკუთარი თავის წარმოსაჩენად. კი, ყველას ვერ მოვეწონები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ყველას მოვწონდე “კარგ” პერსონაჟს ვერ შევქმნი და ხალხს არ მოვატყუებ. მე მინდა მოგწონდეთ ის, რაც ვარ(თუ მოგეწონებით). თქვენც ხომ ბრაზდებით, გწყინთ, ხან ტონს უწევთ, იცინით და რავი სხვა მრავალი. ეგრე ვარ მეც. არა დაპროგრამებული, უბრალოდ ადამიანი, რომელიც მადლიერია თითიეული თქვენგანის ამხელა სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის.მე თქვენ მიყვარხართ!“,  - წერს სალომე ბარათაშვილი.