„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
გორის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად, გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა.
გარდაცვლილი 31 წლის ნინი შემაზაშვილია, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს. მის 6 წლის ქალიშვილს კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და თბილისში გადმოიყვანეს.
ახალგაზრდა ქალს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„სიცოცხლე ისე გიყვარდა, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩემო ნინიკო“; „ნინი... გული გაგვიჩერე... სული და გული წაიღე, ჩვენო ცქრიალა, გულიანო და საყვარელო გოგო.. ვერც ვიაზრებ უშენობას და შენი ნიტატოს უდედოდ ყოფნას, ოღონდ ეს არა..“; „ნინ, უფალმა ნათელში გამყოფოს, საუკეთესო ადამიანი იყავი და უფალსაც საუკეთესოები მიჰყავს, უფრო და უფრო ვრწმუნდები... მუდამ ასეთი მომღიმარი მემახსოვრები“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.