1738694112
უკრაინას და აშშ-ს არ განუხილავთ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 2025 წლის ბოლომდე, თუმცა თეთრი სახლი თუ ამ საკითხს დააყენებს, კიევი მზად არის, განიხილოს - აშშ-ში უკრაინის ელჩი
უკრაინას და აშშ-ს არ განუხილავთ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 2025 წლის ბოლომდე, თუმცა თეთრი სახლის გუნდი თუ ამ საკითხს დააყენებს, კიევი მზად არის, განიხილოს, – ამის შესახებ შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, როდესაც ეს საკითხი თეორიულად განიხილეს 2023-2024 წლებში, კიევს არჩევნების ჩატარების პირობად საბრძოლო მოქმედებების დასრულება მიაჩნდა.
„ომის დროს ჩვენ ვერ შევძლებთ კენჭისყრისა და კანდიდატების სრული წვდომის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ოქსანა მარკაროვამ.
შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს, თუ უახლოეს თვეებში ზავის მიღწევა გახდება შესაძლებელი.