ერთ-ერთი კონტინენტი ორჯერ უფრო სწრაფად იშლება - მეცნიერების პროგნოზი

კონტინენტი

აფრიკის კონტინენტი უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ადრე ეგონათ. მეცნიერთა აზრით, ეთიოპიის უდაბნოში 56 კმ სიგრძის ბზარი გაჩნდა 2005 წელს და მას შემდეგ ის წელიწადში სანტიმეტრზე მეტი სიჩქარით ფართოვდება.

მკვლევრები ადრე ფიქრობდნენ, რომ გაყოფას ათობით მილიონი წელი დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, კენ მაკდონალდმა განაცხადა, რომ ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე - ერთიდან ხუთ მილიონ წელიწადში. განხეთქილება დედამიწაზე ახალ ოკეანესა და კონტინენტს შექმნის.

„შეიძლება ისე მოხდეს, რომ ინდოეთის ოკეანის წყალმა დატბოროს ის, რაც ახლა არის აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის ველი", - თქვა მაკდონალდმა.
 
მეცნიერმა დასძინა, რომ ახალი ოკეანე შეიძლება გახდეს ისეთივე ღრმა, როგორც ატლანტის ოკეანე, თუ წყლები ამ რეგიონში ჩამოსვლას განაგრძობენ.

აფრიკის რეგიონში არის ორი ტექტონიკური ფირფიტა - სომალიური და ნუბიური, რომლებიც აქტიურად შორდებიან ერთმანეთს. დაყოფა სათავეს იღებს აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის სისტემიდან, 3200 კმ სიგრძის რღვევიდან, რომელიც ჩამოყალიბდა სულ მცირე 22 მილიონი წლის წინ, სადაც მდებარეობს კონტინენტის დიდი ტბები. 2018 წელს ძლიერი წვიმის შემდეგ კენიაშიც უფსკრული გაჩნდა.

„ტბები ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ აღმოსავლეთ აფრიკა გამოეყო დანარჩენ კონტინენტს. ეს სომალის ფირფიტა აგრძელებს მოძრაობას კიდევ უფრო აღმოსავლეთისკენ, ქმნის გიგანტურ რიფ ველს", - განაცხადეს მეცნიერებმა.