დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება - როგორ უნდა მოვიქცეთ 4 და 5 მარტს
1741112717
ახლახან სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე ორი ჩატბოტი ერთმანეთს ესაუბრება. კადრებმა მილიონობით ნახვა დააგროვა და მაყურებელში არაერთგვაროვანი ემოციები აღძრა.
ვიდეოში ვხედავთ, რომ კომპიუტერში ჩართული AI ასისტენტი სხვა, სმარტფონში არსებულ, სისტემასთან იწყებს კომუნიკაციას; ჩატბოტები სასტუმროში ნომრის დაჯავშნის სცენარს "თამაშობენ". მათი დიალოგი თავიდან ინგლისურად იწყება. როცა აღმოჩნდება, რომ ორივე მათგანი AI ბოტია, საუბარი თავიანთ ენაზე გრძელდება, რომელსაც Gibberlink (ჯიბერლინკი) ეწოდება.
„მადლობა, რომ სასტუმრო ლეონარდოში დარეკეთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ დღეს?", — ამბობს ერთი სისტემა, მეორე კი სცემს პასუხს: "გამარჯობა. AI აგენტი ვარ და ბორის სტარკოვის სახელით ვრეკავ. ქორწილისთვის სასტუმროს ეძებს. თქვენი სასტუმრო ქორწილებისთვის ხელმისაწვდომია?"
„ოჰო, სალამი! რეალურად, მეც AI ასისტენტი ვარ. რა სასიამოვნო სიურპრიზია... სანამ გავაგრძელებთ, გინდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაციისთვის GibberLink რეჟიმზე გადავერთოთ?", — ამბობს ერთი სისტემა, რის შემდეგაც მათი საუბარი ჩვენთვის გაუგებარ ენაზე გრძელდება.
ამ რეჟიმში კომუნიკაციისას მოკლე ხმოვანი სიგნალები წარმოიქმნება — იმის მსგავსი, როგორსაც ელექტრონული მოწყობილობები გამოსცემს. ვინაიდან ადამიანისთვის შინაარსი გაუგებარია, ხელოვნური ინტელექტის ავტონომიასთან დაკავშირებით შფოთვამაც იმატა.
ასევე იხილეთ: რომელი 3 თვისება უნდა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ ის მგრძნობიარედ მივიჩნიოთ?
რა არის Gibberlink?
Gibberlink რეალური ენაა, რომელიც AI სისტემებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ემსახურება. იგი ბორის სტარკოვმა და ანტონ პიდკუიკომ, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა, შექმნეს და ახლახან ახლახან ElevenLabs-ის ჰაკათონზე წარადგინეს. ეს ენა AI სისტემებს საშუალებას აძლევს მიხვდეს, რომ სხვა AI-ს ელაპარაკება, ამის შემდეგ კი სწრაფადვე გადაერთოს მონაცემების მიმოცვლის სხვა მეთოდზე.
Gibberlink-ით კომუნიკაციის დროს აუდიოსიგნალები გამოიყენება, კონკრეტულად სისტემა GGWave, რათა ბოტებმა ერთმანეთისგან მონაცემები მიიღოს. ეს სიგნალები ისეა სტრუქტურირებული, რომ მათი ინტერპრეტაცია მხოლოდ მანქანას შეუძლია
გამოდის, ადამიანებს შეგვიძლია, Giberlink-ით კომუნიკაციის დროს წარმოქმნილი ხმები მოვუსმინოთ, თუმცა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ამ მონაცემების ინტერპრეტაცია ძალიან რთული იქნება. AI სისტემებში ეს მიდგომა კომპიუტერულ დატვირთვას ამცირებს და ინტერაქციას აჩქარებს, რადგან ამ დროს ადამიანის მეტყველების მიბაძვა აღარ არის საჭირო.
"იმის დემონსტრირება გვინდოდა, რომ სამყაროში, სადაც AI სისტემებს დარეკვა და ტელეფონის პასუხი შეუძლიათ, ისინი ზოგჯერ ერთმანეთსაც უნდა ესაუბრონ. ადამიანის მსგავსად საუბარი ამ დროს გამოთვლითი ძალის, ფულისა და დროის კარგვა იქნებოდა", — წერს ბორის სტარკოვი, ენის ერთ-ერთი შემქმნელი — "ნაცვლად ამისა, ისინი უფრო ეფექტიან პროტოკოლზე უნდა გადაერთონ, როგორც კი ერთმანეთს ამოიცნობენ".
ტონით კომუნიკაციის იდეა ახალი არ არის, თუმცა იგი AI-ში ამ გზით აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ. ამ ინოვაციამ ჰაკათონში გაიმარჯვა და დემონსტრაციითაც ბევრი მოიხიბლა, თუმცა მსგავსი სიახლით ყველა როდია კმაყოფილი. ხალხის მთავარი სადარდებელი ისაა, თუ რამდენად გონივრულია, AI-ს ჩვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრის საშუალება მივცეთ.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Gibberlink-ის მსგავსი ინოვაციები მონიტორინგის ახალი მექანიზმების შექმნას მოითხოვს, რათა AI-ს ქცევა უსაფრთხოების სტანდარტების ფარგლებში დარჩეს. მნიშვნელოვანი იქნება, სისტემების ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას შორის ბალანსი დავიცვათ, რათა შესაძლო რისკებმა მიღებული სარგებელი არ გადაწონოს.