ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

მზია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომას "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელიც ესწრება.

სასამართლოზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. მანამდე სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

"მზია არის "სინდისის ქალი პატიმარი", რომელიც ქვეყანას არ ჰყოლია. ის ექიმის დანიშნულებით იღებს საკვებს, როგორც არის გაწერილია. როდესაც ადვოკატმა ის ბოლოს მოინახულა, თქვა, რომ ყველაზე კარგად დღეს ვნახეო. ეს არის პარასკევის ინფორმაცია", - განაცხადა განაცხადა გამოცემა "ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძე.