ვინ არის ანჯელინა ჯოლის „ახალი რჩეული" - რა ვიცით პოლ მესკალზე

ჯოლი და მესკალი

ანჯელინა ჯოლი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ბოლო პერიოდია, რაც ტაბლოიდები ჰოლივუდელ ლამაზმანსა და ირლანდიელი მსახიობს, პოლ მესკალს შორის შესაძლო რომანზე ალაპარაკდნენ. 
 
ცოტა ხნის წინ ანჯელინა და პოლი პაპარაცებმა ლონდონის ერთ-ერთ კაფეში შენიშნეს, სადაც მისის სმიტის როლის შემსრულებელი ქალიშვილთან, შაილო პიტთან ერთად იმყოფებოდა. 
 
საერთაშორისო მედიის ცნობით, ანჯელინამ ირლანდიელი მსახიობი პირველად ლონდონის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე ნახა. ჯოლი და მისი ქალიშვილი იმ სპექტაკლზე იმყოფებოდნენ, რომელშიც პოლი მონაწილეობდა. 


 
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ლამაზმანი მისით დანახვისთანავე მოიხიბლა. 
 
თავად ჯოლისა და მესკალს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 
 
ვინ არის პოლ მესკალი
 
პოლ მესკალი 26 წლის ირლანდიელი, ახალბედა მსახიობია.  მისი კინოდებიუტი 2021 წელს ფილმში, სახელწოდებით „დაკარგული ქალიშვილი“ შედგა.  მიუხედავად იმისა, რომ მესკალს არაერთ კინოსურათში აქვს მონაწილეობა მიღებული, მსახიობი


 ფართო საზოგადოებამ დრამატული ჟანრის სერიალიდან  - „ჩვეულებრივი ადამიანები“ გაიცნო.  მინისერიალში პოლ მესკალი ერთ-ერთო მთავარი გმირის, კონელ უოლდრონის როლს თამაშობს. „ჩვეულებრივი ადამიანები“ კონელისა  და მერიან შერიდანის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მერიანზე შეყვარებული მორცხვი ბიჭუნა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. 
 
აღსანიშნავია, რომ კონელ უოლდრონის როლმა პოლ მესკალს ბრიტანეთის აკადემიის,  BAFTA-ს სატელევიზიო ჯილდო მოუტანა.  ასევე, „ჩვეულებრივ ადამიანებში“ შესრულებული როლისთვის ის წარადგინეს  Primetime Emmy Award-ზე, ნომინაციაში - „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ლიმიტირებულ სერიალში“.
 
მესკალს კინოკრიტიკოსები წარმატებულ სამსახიობო კარიერას უწინასწარმეტყველებენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.  Guardian-ის ცნობით, უახლოეს მომავალში პოლ მესკალი შესაძლოა  გლადიატორის მეორე ნაწილში ვიხილოთ.
 
 
პოლ მესკალი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. გამოცემა People-ის ცნობით, ის ცოტა ხნის წინ დაშორდა ამერიკელ მომღერალს, ფიბი ბრიჯერსს, რომელთანაც მას  2 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 
 
როგორც ტაბლოიდები წერენ, მესკალმა და ბრიჯერსმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ბრიჯერსს მესკალის მიერ შესრულებული კონელ უოლდრონის როლი ძალიან მოსწონდა, ხოლო პოლი ბრიჯერსის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი იყო.
 

ანჯელინა ჯოლი 

პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკს ერიდება ანჯელინა ჯოლიც. მას შემდეგ, რაც ის და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდნენ, ჰოლივუდელი ლამაზმანის სასიყვარულო ურთიერთობებზე ბევრი არაფერია ცნობილი. 

 2021 წელს ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ყოფილ მეუღლესთან, ჯონი ლი მილერთად ერთად შენიშნეს. იმ პერიოდში ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ იმაზე, რომ წყვილი ერთმანეთს დაუბრუნდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯოლი ვიქენდს ხვდებოდა. თუმცა, ეს ცნობები მცდარი აღმოჩნდა.

 როგორც ანჯელინა ჯოლი ამბობს, მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შვილებზე ზრუნვაა. ის ბავშვებთან ძალიან დიდ დროს ატარებს და უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაშია ჩართული. აღსანიშნავია ისიც, რომ  ბოლო პერიოდში  მისის სმიტის როლის შემსრულებელი რეჟისურითა და ფოტო ხელოვნებითაა გატაცებული.   

 ჯოლისა და  მესკალის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ანჯელინასა და პოლის შესაძლო რომანზე, სიმართლე აღმოჩნდება და ჰოლივუდს კიდევ ერთი ახალი წყვილი შეემატება.