Video: "ცოლად გამომყვები?" - სად და როგორ თხოვა ხელი ბუბა ჭოღოშვილმა ნანკა გვარიშვილს

buba

ბუბა ჭოღოშვილმა ნანკა გვარიშვილს ხელი სთხოვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ბუბამ ფეისბუქზე თავად გააზიარა. 

მსახიობების წყვილი ერთად საზოგადოებამ კულინარიული შოუდან - "სამზარეულოს ომებიდან" გაიცნო. ტელეშოუს მაყურებელს შეყვარებულებად გაეცნენ. ერთმანეთი კი თეატრში "აღმოაჩინეს".

აი, რას ჰყვებდნენ კულინარიულ შოუში გაცნობაზე.

ნანკა გვარიშვილი: ერთმანეთი "ახალ თეატრში" გავიცანით, სპექტაკლის "მე გადმოვცურავ ზღვას" დადგმისას.

ბუბა ჭოღოშვილი: უცებ კარი გაიღო და შემოანათა. მანდ მოხდა ჩემი პირველი - "ეს ვინ არის?!" ეტაპობრივად დავახლოვდით.

ნანკა: ოღონდ აღარასდროს არ მითხრა, რეპეტიციების მერე გავისეირნოთო. გადავირიე. 

ბუბა: დილის 12-დან ღამის თორმეტამდე რეპეტიციებზე, სულ ერთად ვიყავით და...

ნანკა: არ აქვს მნიშვნელობა. ღამის პირველზე რომ გვესეირნა, რა მოხდებოდა?! ერთ დღესაც შუა "პრაგონის" დროს გვერდზე მიდგება და მეუბნება, დღეს წამო, სადმე ვჭამოთო. მეთქი, ღმერთო...

რვა ძაღლი გვყავს და ჩვენს მრავალფეროვან ცხოვრებას ისინი უფრო ამრავალფეროვნებენ... 

ბუბა მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შეიყვარა, სადაც მსახიობი გოცირიძეების ძიძის შვილის, ლევანიკოს როლს ასრულებს. ნანკა მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" ქასთინგიდან მოექცა ტელემაყურებლის ყურადღების ქვეშ. მან პროექტის ჟიურის წევრი, ალტისტი გიორგი ცაგარელი მოხიბლა, რომელმაც თქვა: “ასე არავინ მომწონებია. დიდი პოტენციალი გაქვს, შორს წახვიდე. ინდივიდუალიზმი გაქვს. ეს შიში რამენაირად გადალახე”.

ნანკა მამუკა გვარიშვილის, თბილისის კოლორიტისა და წლების მანძილზე მინისტრთა კაბინეტში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის შვილიშვილია. ნანკას მამა – ალექსანდრე კი საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს დამფუძნებელია.

ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

"როცა შენი მუსიკით უცხო ხალხს ცრემლები სდის, რწმუნდები, რომ ეს მუსიკა, გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის მუსიკა" - "გორდამ" პარიზში მსმენელი ატირა

"ჯერ ავიტაცებთ, ცაში ავაფრენთ, მერე მიწაზე დანარცხებულს ვათრევთ და ვათრევთ..." - ენდი ძიძივა ნუცა ბუზალაძეზე