ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
ტიმოთი შალამეს გამო ჰოლივუდში არსებული ნეპოტიზმის შესახებ დებატები მას შემდეგ განახლდა, რაც მსახიობის აგენტმა განაცხადა, რომ შალამე ბოლო 7 წლის განმავლობაში კასტინგზე არც ერთხელ ყოფილა. აგენტმა ეს განცხადება ბოლოდროინდელ ჭორზე პასუხად გააკეთა, რომლის მიხედვითაც, შალამემ Gladiator 2-ში მთავარი როლის მისაღებად კასტინგი გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„ვიცი, რომ ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილმის გადაღებებზე შუა აღმოსავლეთში იმყოფებოდა, 7 წელია, კასტინგზე არ გასულა", — დაწერა ტვიტერზე ტიმოთის აგენტმა, ბრაიან სვარდსტრომმა.
პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, ჰოლივუდში არსებული ნეპოტიზმის შესახებ ცხარე დებატები დაიწყო. ტვიტერის ზოგიერთი მომხმარებელი ტიმოთი შალამეს ოჯახითა და კავშირებით დაინტერესდა.
ტიმოთის ბიძა, როდმენ ფლენდერი რეჟისორია, ხოლო დედა ნიკოლ ფლენდერი მსახიობია, რომელიც The Bird Watcher-სა და In The Heat Of Passion-ში მონაწილეობდა. ტიმოთის და, პოლინ შალამეც ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც სხვადასხვა ფილმსა და სერიალში უკვე მიიღო მონაწილეობა. ტვიტერის ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ის ფაქტი, რომ ტიმოთის 7 წელია, კასტინგში მონაწილეობა არ მიუღია, მისი პრივილეგიების დასტურია.