ამ აღმოჩენას შეუძლია დედამიწის ისტორია ხელახლა დაწეროს - რის შესახებ საუბრობენ მეცნიერები
1727969364
Sex and the City-ის ახალი სეზონის ფინალური ეპიზოდიდან კრის ნოთის მონაწილეობით შესრულებულ სცენას ამოჭრიან.
ინფორმაციას indiewire ავრცელებს.
მისტერ ბიგის როლის შემსრულებლის სცენის ამოჭრის გადაწყვეტილება სერიალის შემქმნელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მსახიობი ოთხმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ კრის ნოთის წინააღმდეგ ბრალდებები დეკემბერში გავრცელდა. თავდაპირველად ორი ქალი ცალ-ცალკე დაუკავშირდა გამოცემა Hollywood Reporter-ს, როცა ახალი შოუს And Just Like That-ის კადრები იხილეს. მათ კრის ნოთი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. მალე მსახიობს გაუპატიურებაში მესამე ქალმაც დასდო ბრალი, რის შემდეგაც მას სამსახიობო სააგენტო დაატოვებინეს. კრის ნოთი აღარც სერიალ The Equalizer-ში მიიღებს მონაწილეობას. სერიალის დატოვების შემდეგ კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში მეოთხე ქალმაც დაადანაშაულა.