„საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ პრობლემით ვიტანჯები…“ – რის შესახებ საუბრობს ნინო გაჩეჩილაძე

ნინო გაჩეჩილაძე

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს. იგი ხშირად არის მიწვეული სხვადასხვა გადაცემაში, სადაც კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.

ამჯერად მსახიობმა „13 კითხვას“ უპასუხა და ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მას ძილის პრობლემები აქვს.

„საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვიტანჯები უძილობით, ერთადერთი, რითაც შემიძლია ამის გადაჭრა ძილის წინ მელატონინის დალევაა. უფრო ეფექტურია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, მაგრამ მე ვუყურებ ხოლმე ფილმებს, სერიალებს და ამასობაში ღამის 3-4 საათიც ხდება. ეს არის ჩემი მავნე ჩვევა“ – თქვა მან.

კითხვაზე, როგორ დაახასიათებდით ერთი სიტყვით თავს, ნინო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეს სიტყვა იქნებოდა ისევ „მსახიობი“. როგორც აღმოჩნდა იგი სტუდენტობის დროს ლექსებსაც წერდა.

„ფაქტი, რომელსაც პირველად ვიტყვი და არავისთვის მითქვამს და მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან, არის ის, რომ სტუდენტობის ასაკში ვწერდი ლექსებს. ალბათ, 30 ლექსი მექნება დაწერილი, თუმცა ვერასდროს გავბედე გამოქვეყნება. თოჯინებსაც ვკერავდი, შრომის გაკვეთილზე ერთხელ მოგვთხოვეს, გამოფენისთვის მოიტანეთო და ყველაფერი წავიღე“ – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.