კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირება ახალი წლის ღამეს - ვინ არის ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი“ ესებუა და რა კავშირი აქვს შაქრო კალაშოვთან

ჯონდია

იტალიის დედაქალაქ, რომში ახალი წლის ღამეს „კანონიერ ქურდებს“ შორის დაპირისპირება მოხდა.

47 წლის კანონიერ ქურდთან ჯონდო ესებუასთან დაპირისპირებულია მამუკა კვიჟინაძე, რომელიც ასევე რომში იმყოფებოდა.

როგორც აღმოჩნდა, მამუკა კვიჟინაძეს ჯონდო ესებუასთან (იგივე ჯონი ქუთაისკი) შეხვედრა სურდა, თუმცა „ჯონი ქუთაისკი“ შეხვედრაზე უარს აცხადებდა.

კვიჟინაძემ რამდენიმე „კრიმინალური ავტორიტეტის“ მეშვეობით ცდილობდა ჯონისთან შეხვედრას თუმცა უშედეგოდ.

„ჯონი ქუთაისკი“ აცხადებდა, რომ თუ შეხვედრაზე წავიდოდა მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

ცნობილია, რომ ჯონდო ესებუას მფარველობენ კრიმინალური ავტორიტეტები „შაქრო“ და „კვეჟოვიჩი.

 

ასევე ნახეთ - ეს მდიდრული სასახლე ქართველ „კანონიერ ქურდს“ ეკუთვნის