ჩაითვლება თუ არა ნათლიად ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არ იყო ნათლობის რიტუალის დროს?

ნათლობა

„ჩაითვლება თუ არა ნათლიად ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არ იყო ნათლობის რიტუალის დროს?“ - ამ კითხვას ვაკის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.

„ჩაითვლება აუცილებლად, მაგრამ აქ ისევ და ისევ საქმე დგება მის პასუხისმგებლობაზე. ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი შემთხვევა, რომ ესა თუ ის ნათლია უცხოეთშია და ვერ ახერხებს ჩამოსვლას და გვთხოვენ ხოლმე მის მოხსენიებას.

მე აუცილებლად ვიხსენიებ მათ, მაგრამ მშობლებს ვეუბნები ყოველთვის, რომ აუცილებლად გააგებინეთ ნათლიებს რაც მე ვისაუბრე ამ ხალხს“, - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.

 

ასევე ნახეთ - ბათუმში, 4 ბალიანი შტორმის მიუხედავად მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში მაინც შევიდნენ