რა უნდა გააკეთოთ ხვალ, 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ
1742403708
პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ქართველებმა ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანიდან 200 ზლოტი (დაახლოებით 143 ლარი) მოიპარეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულიდან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო პოლონეთის ქალაქ, სულეიოვეკში, მომხდარ ქურდობაში.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ორივე ქართველი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.
საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაცია ემუქრებათ.
ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, არ დატოვონ ძვირფასი ნივთები ავტომობილში.