რომელ „პრაიმ ჰაუსელთან“ ექნებოდა სასიყვარულო ურთიერთობა - რას პასუხობს კითხვას რეზი ქირია

რეზი ქირია

„პრიმ ჰაუსის“ მონაწილემ, რეზი ქირიამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში პირად თემებზე გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ქორწინება გოგონების გამო დაენგრა, რადგან უყვარს ფლირტი. 

„ოჯახი გოგოებთან დამოკიდებულების გამო დამენგრა... ყველა გოგო ძალიან მომწონს“, - თქვა მან.

ამჯერად დავინტერესდით, თუ ექნებოდა მესამე სეზონის რომელიმე გოგო მონაწილესთან სასიყვარულო ურთიერთობა...

„ვფიქრობ, რომ არც ერთი გოგო ჩემში, როგორც პარტნიორი, არ ზის. ძალიან ლამაზები არიან, ყველას პატივს ვცემ და ვმეგობრობ. ჩემი გადმოსახედიდან, როგორც პარტნიორზე, მეუღლეზე ან შეყვარებულზე, არც ერთზე ვიფიქრებდი. მათთან თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა დავამყარე და ასე იქნება.“ - გვითხრა რეზიმ.

ასევე ნახეთ: 

👉 „ოჯახი გოგოებთან დამოკიდებულების გამო დამენგრა... ყველა გოგო ძალიან მომწონს“ - ინტერვიუ რეზი ქირიასთან

👉 „პატარა ასაკში, ამ გადაწყვეტილებას არავინ უნდა იღებდეს...“ - ბლიც ინტერვიუ რეზი ქირიასთან

👉 „ქრინჯობის მიუხედავად, ალალი და კეთილი ბიჭი მგონია“ - გურამ შეროზია რეზი ქირიას პროეტში დარჩენას ეხმაურება

👉 „დამდნარია შენი სიყვარულით“ - ვისგან და რა წერილი მიიღო რეზიმ „პრაიმ ჰაუსში“