დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გასული კვირის აუტსაიდერი, რეზი ქირია „პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, კვლავ პროექტში დარჩა და გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ვიდეოები, რომლებშიც ის ფიგურირებს, სოციალურ ქსელში ნახვების რეკორდებს ხსნის.
ცნობილია, რომ რეზიმ ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნა და პირველი ქორწინებიდან 2 გოგონა ჰყავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმმა“ რეალითი შოუს მონაწილესთან გასულ კვირას ჩაწერა.
„ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეუღლე იყო... როცა დავქორწინდით, ის 19, მე 20 წლის ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრეთ და აღვნიშნავდით, იქ ჩემმა მეგობარმა წამოიყვანა. გავიცანით ერთმანეთი, 6 თვეში შევუღლდით. ახლა რომ ვიხსენებ, არ იყო სწორი, მაგრამ ბავშვების გამო ნამდვილად არ ვნანობ. ასეთ პატარა ასაკში ამ გადაწყვეტილებას არავინ უნდა იღებდეს. ჯობს ჩამოყალიბდე, გქონდეს კარიერა, იგრძნო ვინ გინდა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო.“ - ამბობს მონაწილე.
ასევე ნახეთ: