1794648791
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ქალაქ ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციასა და სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. გურიის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე დოლიძის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
სამივე პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 1 377 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობისთვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას.











