საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
„პრაიმ ჰაუსს“ ორი ახალი მონაწილე შეემატა. რეზი ქირია და გიორგი სუთიძე დანარჩენ მონაწილეებთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
„პრაიმტაიმმა“ არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და მათი უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუებს გთავაზობთ. ამჯერად, კითხვებზე რეზი გვპასუხობს.
35 წლის ბიზნესმენს 2 ქალიშვილი ჰყავს.
- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი. 90-იანელი ვარ და მაშინ იქ მოწყობა რთული იყო. კარგად ვხატავ, მაგრამ ვიცოდი, რომ ამით წინ ვერ წავიდოდი. შემდეგ ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, მოვხვდი „გეპეიში“ და ინჟინერ-ეკონომისტი გავხდი. პროფესიით 4 წელი მცხეთის მერიაში, ფინანსურ განყოფილებაში ვიმუშავე. ამის შემდეგ წავედი პოლონეთში, შემდეგ გერმანიაში, ვმუშაობდი გემსაშენ ქარხანაში. ერთი წლის შემდეგ ჩამოვედი და მანქანების გაქირავება დავიწყე მეგობართან ერთად. პანდემია დაგვემთხვა, შევფერხდით. ამის შემდეგ პოლიციაში წავედი, თითქმის, სამი წელი მომიწია იქ ყოფნა, ელჩების უსაფრთხოებას ვიცავდი. აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი არ იყო, გამოვიტანე სესხი და დავიწყე ბიზნესი. ახლა მცირე ბიზნესი მაქვს, „დრაივები“ და მინდა, ნელ-ნელა გავაფართოო.
- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
- ამაზე არ მიფიქრია... ლექსებს ვწერ, ვხატავ, ასე თუ ისე, მსახიობური კუთხითაც გამომდის რაღაცები. ბიზნესსაც ავუღე ალღო... სიმღერა ძალიან მიყვარს, ძირითადად, მაშინ ვმღერი, როცა ვსვამ.
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
- ყველაზე მეტ დროს, ალბათ, ჩემს თავს ვუთმობ. მიყვარს საკუთარი თავის მოწესრიგება.
- დედაჩემი მომკლავს თუ...
- დედას ძალიან ეწყინება ისეთი რამ რომ გავაკეთო, რაც არ ივარგებს. ეს იქნება ნარკოტიკის მიღება, თამაში და ა.შ.
- სად იცხოვრებდი?
- საქართველოში;
- რამ გაგაოცა ბოლოს?
- ადამიანებმა... უარყოფითი კუთხით;
- პირველი სამსახური იყო?
- 21 წლის ასაკში ბენზინგასამართ სადგურზე, ოპერატორის პოზიციაზე ვმუშაობდი. სადღაც, 4 წელი ვიმუშავე. ოჯახს არასდროს უჭირდა, მაგრამ მე ყოველთვის მსურდა, ჩემი მქონოდა. არც ახლა მეთაკილება არაფერი... მირჩევნია, ჩემი შემოსავალი მქონდეს, ვიდრე, სხვას ვუყურო ხელებში, როდის გადმომიგდებს...
- რით ხარ გამორჩეული?
- ყველა ადამიანი თავისებურად გამორჩეულები არიან, ყველას თავისი დადებითი და უარყოფითი აქვს... ცხოვრებაში ყველაზე მეტად ერთგულებას ვაფასებ, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ.
- რით ხარ უკმაყოფილო?
- ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. ვცდილობ ხოლმე, უკეთესად ვიყო.
- რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
- ჩემი შვილების გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ორი გოგონა მყავს, 9-ის და 12 წლის. მეუღლეს დაშორებული ვარ, მაგრამ კვირა არ გავა, რომ ჩემმა შვილებმა რამდენიმე დღე ჩემთან არ გაატარონ.
- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
- მრცხვენია...? არ ვიცი, მაგრამ ოჯახი გოგოებთან დამოკიდებულების გამო დამენგრა, ყველა გოგო ძალიან მომწონს... აქედან გამომდინარე, გაორებული ხასიათი მაქვს... ადამიანები მალე მბეზრდება. ვერ ვიტყვი, რომ მექალთანე ვარ, ყველასთან არ დავდივარ. თუ გოგო მომეწონა, მასთან ფლირტს ვიწყებ. ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი ეს იყო, ახლა სერიოზულ ურთიერთობებს ვერიდები და ჯერჯერობით, არც ოჯახის შექმნაზე ვფიქრობ. ოჯახი რომ შევქმენი, მაშინ მივხვდი, რომ ერთ პარტნიორთან დიდხანს ყოფნა არ შემეძლო. ახლა თავისუფალ ურთიერთობაში ვარ - მე ჩემი ცხოვრება მაქვს, სხვებს - თავიანთი.
- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი...
- 3 სიტყვით კარგს ვიტყვი, სამით უარყოფითს: ვარ ძალიან კეთილი, კომუნიკაბელური და არ მიყვარს ტყუილი. ცუდი ისაა, რომ პარტნიორთან დაკავშირებით, არ ვარ სტაბილური, ჯიუტი ვარ და მესამე... ალბათ, ნარცისი.
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...
- არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის დაბადება.... და არასდროს დამავიწყდება, ჩემი ბებიის გარდაცვალება, რომელმაც გამზარდა. ჩემს ხელებში გარდაიცვალა, ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა და დაღი, რომელიც დღემდე მომყვება.
- რას ნანობ?
- ვნანობ იმას, რომ ცხოვრებაში მეტი უნდა გამეკეთებინა და ნაკლები გავაკეთე.
- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
- ჩემს განვლილ ცხოვრებას შევცვლიდი, რაღაცებს გამოვასწორებდი...
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
- ჩემი შვილების ბედნიერება;
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
- ბევრი სიტყვა და ფრაზა მაქვს აჩემებული, მაგრამ ყველაზე ხშირად „ბაბუს“ ვიძახი.