PHOTO: ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ლონდონში პაპარაცებმა დააფიქსირეს

ჯიჯი ჰადიდი და ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის რომანტიკული ურთიერთობა მედიისთვის 2022 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. გასული წლის შემდეგ, წყვილი კვლავ დააფიქსირეს.

გავრცელებული ინფორმაციით ისინი Met Gala-ს შემდეგ გამართულ წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისინი ნიუ იორკში, რესტორნის დატოვებისას შენიშნეს.

ამჯერად, პაპარაცებმა ლონდონის ერთ-ერთი რესტორნისკენ მიმავალი ჯიჯის ფოტოები გაავრცელეს. როგორც ირკვევა, რესტორანში ლეონარდო დიკაპრიო ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და მათ ერთად ივახშმეს.

მოგვიანებით, ლეონარდო და ჯიჯი წვეულებასაც დაესწრნენ.

ჩნდება ვარაუდი, რომ ვარსკვლავური წყვილი ურთიერთობის დამალვის მიზნით, ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდება.