5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოში გარე ჩარევასა და კონკრეტული დონორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი პროცესების დაფინანსების და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შესახებ ისაუბრა, რომ „ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას“.
კირცხალიას თქმით, „სამწუხაროა, როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ იმიტომ, რომ თითოეული ის არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც შემდეგ აქ ეს „შპს“-ები NGO-ებად და არასამთავრობოებად წოდებული ფინანსდებოდა, ხშირ შემთხვევაში აქ, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩართული იყვნენ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებში, თუ გამოსვლებში“.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ჭირდება სუვერენიტეტის გამყარებას.
„ყველას კარგად გვახსოვს, აქ, პოლიტიკური თანამდებობის პირები გვედგნენ რუსთაველზე, ანტისამთავრობო აქციებზე და ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დიპლომატიური წარმომადგენლისგან, ან დაგმობა ამ ფაქტის, ან რაიმე ოდნავ მაინც შემხებლობაში ყოფილიყო გაკრიტიკება იმ უზნეობის და იმ უტიფრობის, რასაც ვხედავდით რუსთაველზე. ამის შემდეგ რომელი მოწოდება უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ამ ორმაგი სტანდარტის და უტიფრად უცხო ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩარევას ვხედავდით. რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას გვიტარებდნენ უცხოეთში პოლიტიკური თანამდებობის პირები და ხშირ შემთხვევაში, ელჩები თავისი ან ხმის არ ამოღებით ან ისევ ორმაგი სტანდარტით გაკეთებული განცხადებებით. ამას უნდა დავუპირისპიროთ ის, რომ სახელმწიფო ორ ფეხზე, ამაყად, ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ჭირდება ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებას. ეს არის ყველაზე დიდი იარაღი, რასაც ვუპირისპირებთ ამას- ჩვენი თავმოყვარეობა და შეგნება, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.