1761579368
VIDEO: ნუცა ბუზალაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება - პირველი კადრები რეპეტიციიდან
30 ივნისს, ბათუმში, ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაიმართება.
დიდ სოლოკონცერტს, ისეთს, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდა, ნუცა საქართველოში პირველად ჩაატარებს.
ნუცა გვიზიარებს კადრებს რეპეტიციიდან, სადაც ის ბიონსეს სიმღერას „დეჟა ვუ“ ასრულებს და მას გვერდს ოთხი მოცეკვავე გოგონა უმშვენებს.









