პაკისტანში კაცმა თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა

კაცმა ცოლს კამერა დაადგა

პაკისტანში კაცმა, უსაფრთხოების ზომის სახით თავის ქალიშვილს თავზე ვიდეოდაკვირვების კამერა დაადგა.

The Times of India წერს, რომ ამის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ბლოგერმა Dr Gill-მა გამოაქვეყნა. თითქმის 2 კვირაში რგოლს 20 ათასი ნახვა ჰქონდა. ვიდეოში გოგონა განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მამამისმა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ქალის მკვლელობის შემდეგ მიიღო.

მან ასევე აღიარა, რომ თავზე კამერის ტარების წინააღმდეგი არ არის, რადგან ასე მამა ყოველ მის ნაბიჯს ხედავს და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო დახმარებას გაუწევს.

გაეროს მონაცემებით, 2019 წელს პაკისტანმა ქალების უსაფრთხოების მიმართულებით 167 ქვეყნიდან 164-ე ადგილი დაიკავა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ყველა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფში ფიქსირდება.