„მზითვის შეგროვებით შეიძლება ბედის ჩაკეტვა…“ - რა ნივთები (არ) უნდა ვაჩუქოთ პატარძალს

ქორწილი

საქართველოში ბევრი ტრადიცია ნელ-ნელა დავიწყების გზაზეა, ერთ-ერთი ასეთი არის მზითვი, რომელსაც ახალდაქორწინებულ გოგონას ოჯახი ახალ ოჯახში ატანს. ეს ტრადიცია, უმეტესად, რეგიონებშია შემორჩენილი. 

ფენ-შუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ მზითვის შეგროვებით შეიძლება ბედის ჩაკეტვა. ის ასევე ასახელებს ნივთებს, რომელიც პატარძალს (არ) უნდა გავატანოთ.

„ყველაფერს თავისი შეგნებული ასაკი და პერიოდი აქვს. როცა ქალი დაიბადება, არ არის აუცილებელი მაშინვე ნივთების შეგროვება დავიწყოთ და მისი არსებული ენერგეტიკა სიძველის ენერგიით დავკეტოთ. ასევე, გასათვალისწინებელია, როგორც ყალიბდება მისი გემოვნება - თანამედროვე ცხოვრებაში ყველას არ უნდა „მადონას“ სერვიზი, ურჩევნიათ, მოგზაურობის ბილეთები. 

მზითვის შეგროვება სრულწლოვნების ასაკიდან უნდა დავიწყოთ, 19-290 წლიდან, რა თქმა უნდა, მისი თანხმობით.

ხშირ შემთხვევაში, ყველაზე კარგია, როდესაც ადამიანს ვატანთ ისეთ რამეს, რასაც ბედნიერება მოაქვს, ის, რაც ჩვენ ბედნიერ ხელზე მოვიხმარეთ, ან ასოცირდება ბედნიერების ენერგიებთან. 

თუ დაოჯახების ასაკმა გადაიწია, ეს ნივთები დღის შუქზე უნდა იყოს, რომ ჩაკეტილობა არ არსებობდეს.

არ უნდა ვაჩუქოთ:

ხშირად ვჩუქნით ჩვენ ოქროს და ვთვლით, რომ ეს რელიკვიაა. იყოს ბებიის, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა, მაგალითად, ომში, ქვრივის ნაქონი კარგი არ არის, შეგვიძლია ვაჩუქოთ, მაგრამ ტარება სასურველი არ არის და შევინახოთ, როგორც რელიკვია. განსაკუთრებით, ძვირფასი ოქრო და ვერცხლი ადამიანის ენერგიას იმახსოვრებს და განცდებს, რომელიც ადამიანებმა გადაიტანეს.

მაგრამ, ადამიანმა, რომელმაც  ძალიან კარგად იცხოვრა, ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა, ბედნიერი იყო თავისი ცხოვრებით, ეს ნივთები ძალიან კარგია“, - ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი.