1739342153
„ქარი გაძლიერდება...“ - თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
![წვიმა ქარი წვიმა ქარი](https://primetime.ge/uploads/files/2024/11/26/106047/tsvima-qari_w_h.jpeg)
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ თებერვლის თვის პროგნოზზე საუბრობს:
მისი თქმით, თებერვლის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, 7-8 გრადუსია მოსალოდნელი.
„ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება - 3 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე, -5 გრადუსამდე.
ასევე ცალკეულ დღეებში, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება +22 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, მოსალოდნელია +3 +4 გრადუსი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +1. ცალკეულ დღეებში, კი -16 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა.
დასავლეთში, ნალექები მოსალოდნელია ნორმასთან ახლოს და ნორმაზე ნაკლები.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, მოსალოდნელია +2, +5 გრადუსი ქართლშიც და კახეთშიც. ცალკეულ დღეებში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -7, -8 გრადუსამდე, მთაში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა +2 გრადუსი. ცალკეულ დღეებში, ბარში, + 19 გრადუსამდე დათბება.
ნალექებს რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად, ნორმაზე ნაკლებია.
ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, 14 თებერვალს, მოსალოდნელია ნალექი და ცოტა ქარი. 15-16-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
17 თებერვლიდან - 19 თებერვლამდე კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ქარს რაც შეეხება - 14 თებერვალს გაძლიერდება და 20 მ/წმ სიჩქარის ქარი იქნება. ასევე 17-ში, დღის ბოლოდან 19-მდე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება“,- თქვა ხათუნა ქოქოსაძემ.