ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
2012 წელს, როცა კიმ კარდაშიანმა თავისი ახალი სუნამო წარადგინა, წითელ ხალიჩაზე მოდელს თავზე ფქვილი გადააყარეს. ამ ინციდენტის შესახებ თითქმის ყველა პოპულარულ მედიაში დაიწერა. ახლახან კი კიმის პიარის გუნდის ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
2012-ში, ინციდენტის შემდეგ, კიმმა და კრის ჯენერმა ამ ყველაფრის შესახებ არაერთხელ იხუმრეს. თავდამსხმელი კი, რომელმაც კიმს თავზე ფქვილი დააყარა, დაიჭირეს კიდეც. თუმცა კიმმა თავდამსხმელ ქალს ბრალდება არ წაუყენა და ის მალევე გაათავისუფლეს.
კიმის პიარის გუნდის ყოფილი წევრის თქმით კი, ეს ყველაფერი მედიასთან ურთიერთობის გუნდმა დაგეგმა. მისი მტკიცებით, ფქვილის ინციდენტი იმისთვის მოიფიქრეს, რათა კიმის ახალი სუნამო პოპულარულ მედიებს სათაურში ეხსენებინათ. ეს მართლაც ასე მოხდა და გამომდინარე იქიდან, რომ ფქვილის ინციდენტი კიმის ახალი სუნამოს პრეზენტაციისას მოხდა, მოდელის ახალი პროდუქტის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგო.