დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ერმალო მაღრაძის მეუღლე, პედაგოგი მანანა ხიდაშელი "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის, რეჟისორთან გაცნობის დღეს იხსენებს.
ერთმანეთი მაისში გაიცნეს...
მანანა ხიდაშელი: - ჩვენი გაცნობის უცნაური დღე, ემი... სხვებისგან დაგეგმილი, მაგრამ შენეული რომანტიკული საღამოთი დამთავრებული.
ასე იხსენებდი ამ დღეს: გამოკუნკულდი სკოლის ეზოდან პატარა, კაფანდარა გოგონა, გამორჩეული მანერით და მაშინვე მომხიბლეო.
მე კი შენში დავინახე ადამიანი, რომელსაც სიყვარულის, სიკეთის, ერთგულების უდიდესი გრძნობა ჰქონდა. მოგენდე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.
ისე აღფრთოვანებული იყავი იმ საღამოს, ისეთი ბედნიერი, იძახდი: კიდევ კარგი, ამერიკაში ვერ წავედი, თორემ ხომ დაგკარგავდიო?
მეორე მაისი მოვიდა უშენოდ, ჩემო საყვარელო. ხვალ უნდა ვძლიო შიშს და მარტო უნდა მოვიდე შენს საფლავზე. იქ გეტყვი ყველაფერს, თუ როგორ მიჭირს უშენობა, როგორ "ხუნდებიან ჩემი საყვარელი ფერები"...
გეტყვი, რომ მკლავს და მენატრება ჩვენი განსხვავებული სიყვარული, შენი ხმა... ვგრძნობ, რომ შენი სული მშვიდადაა ნათელში იმქვეყნად.
შეხვედრამდე, ჩემო ემი!
ასე დაგაინტერესებთ: „ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“
რა დაგვხვდება ლეგენდარული მაჩაბლის სამკითხველო დარბაზში რეაბილიტაციის შემდეგ