"შენს საფლავთან გალობა მამშვიდებს, ვიცი, უსათუოდ მოგწვდება ჩემი ხმა და გაიხარებ..." - ერმალო მაღრაძის მეუღლის ემოციური პოსტი

ermalo

"ქრისტე აღსდგა! გილოცავ , ჩემო ემი, იმიერში!" - ერმალო მაღრაძეს ფეიბუქზე აღდგომას ულოცავს მეუღლე, მანანა ხიდაშელი. რეჟისორი კორონავირუსის გართულებით 2021 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

"ვაი, რომ ვეღარ მეტყვი: ჭეშმარიტად აღსდგა! მეორე აღდგომა უშენოდ...
სააღდგომო წირვაზე ლიტანიობის დროს შენ - ხატით ხელში, მე- გალობით, უბედნიერესები ვიყავით. ამ სიხარულს არაფერი შეედრებაო და მუდამ უფალის მადლობელი იყავი.

ახლა ძალიან მიჭირს, ყველა დღესასწაულს რომ უშენოდ ვხვდები! შენს საფლავთან გალობა მამშვიდებს, ვიცი, უსათუოდ მოგწვდება ჩემი ხმა და გაიხარებ...
მონატრება მკლავს, ჩემო სიყვარულო...
ნათელი შენს სულს, ჩემო საყვარელო ემი," - წერს მანანა ხიდაშელი.