დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების შვილებს შორის დაძაბულობაა

რომეო და ბრუკლინი

ბეკჰემების ოჯახი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.  გამოცემა Page six-ის ინფორმაციით, დევიდისა და ვიქტორიას  შვილებს შორის დაძაბულობაა.

როგორც ბეკჰემებთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომეო და ბრუკლინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამის მიზეზი კი რომეოს ახლანდელი რჩეული, კიმ ტარნბოლია, რომელსაც წლების წინ სასიყვარულო ურთიერთობა ბრუკლინთანაც ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინი ნიკოლა პელცზეა დაქორწინებულია, ამ ამბავმა ძმებს შორის დაძაბულობა მაინც გამოიწვია.