ნიუ-იორკის შტატში მცირე თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 1 ადამიანი

თვითმფრინავი

 ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ კოპაკთან ახლოს, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბოლო მონაცემით ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი.

ორძრავიანი მიცუბიშის ფირმის MU-2B თვითმფრინავის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ბორტი კოლუმბიის საგრაფოს აეროპორტისკენ მიემართებოდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, საგრაფოს შერიფს ამ ეტაპზე ავიაკატასტროფის დეტალებზე განცხადება არ გაუკეთებია.

შერიფის თანაშემწეს თქმით, ჩამოვარდნის რეგიონში უამინდობაა, რომელიც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.

ავიაკატასტროფის მიზეზების შესწავლაზე უკვე მუშაობს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდი.  თვითმფრინავიავიაკატასტროფააშშნიუ-იორკი