როდიდან გამოიდარებს და როგორი ამინდი იქნება აღდგომას?

გაზაფხული

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

მათი ცნობით, 13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რაც შეეხება ტემპერატურის მატებას, როგორც გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, გამოდარებას 17 აპრილიდან უნდა ველოდოთ.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი 17 აპრილამდე გაგრძელდება. 17 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა" - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.