ათობით დაღუპული და დაშავებული - სუმზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს

სუმი

ქალაქ სუმზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი ავრცელებს. მისი თქმით, დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, რუსეთმა იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ სუმზე იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.