1744748868
დევიდ ბეკჰემი საუბრობს ჩვევაზე, რომელიც მის ოჯახს აღიზიანებს

დევიდ ბეკჰემის თქმით, მისი გადამეტებული ორგანიზებულობა ოჯახის წევრებს აღიზიანებს.
ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ის ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ვერ ვიტან არეულობას, ამიტომ ყოველ წუთს ვცდილობ ირგვლივ ყველაფერი მოვასწესრიგო. ეს კი ხანდახან ჩემს ცოლსა და შვილებს ნერვებს ძალიან უშლის. თუმცა, ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს - მე რომ არა, სახლში ასეთი წესრიგი არ იქნებოდა“.
ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 49 წლის დევიდ ბეკჰემი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯება. ეს მდგომარეობა უსაფუძვლო ფიქრებითა და შიშებით ე.წ. ობსესიებით ხასიათდება, რაც შემდგომში განმეორებით ქცევებს, იგივე ობსესიებს იწვევს.