სტამბოლსა და ანკარაში NATO-ს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აქცია სტამბოლში

სტამბოლსა და ანკარაში NATO-ს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

სტამბოლში აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მემარცხენე, პროპალესტინური და ქურთული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, NATO-ს წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ ეთანხმებიან ანკარაში NATO-ს სამიტის ჩატარებას და ალიანსს „ომებისა და ძალადობის ინსტრუმენტად“ მიიჩნევენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ხელისუფლება სამიტის წინ აქტივისტებზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა.

ამის მიუხედავად, სტამბოლში აქცია მშვიდობიანად დასრულდა და დაკავებები არ ყოფილა. თუმცა ანკარაში, სადაც NATO-ს სამიტის პერიოდში საპროტესტო აქციები აკრძალული იყო, პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა და დაახლოებით 20 ადამიანი დააკავა.