„მეორე შვილთან ეს პრობლემა მაქვს და გული მისკდება ...“ - გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე „დედების პოდკასტში“ მეორე შვილთან, ალექსანდრესთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„მეორე ბიჭთან მაქვს პრობლემა - რომ დავშორდით, მისთვის ტრავმა იყო. როცა წავიდა დედასთან ერთად, გადაწყვიტა, რომ გავაგდე... 8 წლის იყო, ახლა 14 წლისაა. მერე ორი ბავშვი რომ გაჩნდა, ალბათ იეჭვიანა, მე ასე ვფიქრობ, რომ მამას სხვა შვილები ჰყავს. ჯერჯერობით, ვერ მპატიობს. დისტანცია აქვს ჩემთან. ჩემს დასთან მიდის, მაგრამ ჩემთან სახლში - არა. იმედია, გარდატეხა მოხდება ოდესღაც. იმედია მიხვდება, რომ მის წინააღმდეგ არაფერი მომხდარა. მეორე შვილთან ეს პრობლემა მაქვს და გული მისკდება. რა ვქნა, არ ვიცი. პატარები სულ მეუბნებიან, ჩვენი უფროსი ძმა, ეს ალექსანდრემ დახატა?! რა მაგარი ძმა გვყავსო... ოღონდ არ იცნობენ, მხოლოდ ფოტოებიდან. დრო დადგება და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დალაგდება. ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ,“ - თქვა ყიფშიძემ.