"ბევრს უთქვამს, მე და ჩემმა მეუღლემ თქვენს ბარში გავიცანით ერთმანეთი და შევუღლდითო, ან ქმარმა "ჩაბაში" მთხოვა ხელიო, მანდ გვქონდა პაემნებიო..." - ასმათ ტყაბლაძე

asmati

"ჩაბას ბარი 25 ოქტომბერს 25 წლის ხდება. ვისაც გიყვართ და კარგად იხსენებთ იქ გატარებულ დროს, ყველას გეპატიჟებით" - წერს სოციალურ ქსელში ასმათ ტყაბლაძე.

მსახიობმა 25 წლის წინ, ქართულ-უნგრული "ჩაბას ჯაზ როკ კაფე", ნახევრად უნგრელ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად გახსნა და უნგრული სამზარეულოთი ქალაქში დღესაც ერთადერთია. 

უყვარს თავისი ბიზნესი და ეს კაფე მისი ყოველდღიურობაა...

არტისტი "პრაიმტაიმთან" ბარის ისტორიას იხსენებს. 

ასმათ ტყაბლაძე: - "ჩაბა" თავიდანვე წარმატებული იყო. მომსვლელს შინაურული, თბილი გარემო და სამზარეულო იზიდავდა. გემოვნებიანი ცოცხალი შესრულებაც თავისას შვრებოდა და იზიდავდა ჩვენს კაფე-ბარში სტუმრებს. ვინ არ უკრავდა და მღეროდა ჩვენთან, ვინც კი იცით, მუსიკოსი, თითქმის ყველასთან გვითანამშრომლია.

მთელი ამ ხნის მანძილზე რა არ გამოვიარეთ, ღალატიც იყო, მაგრამ მე ისეთი ძლიერი ქალი ვარ, რომ ვერავინ წამაქცია. პირიქით, მომავალშიც ვეცდები სიახლე შევიტანო ბარში. დღემდე მოსწონთ და ყველა აღნიშნავს, რომ სასიამოვნო გარემოა და უხარიათ, რომ მეც შევდივარ სტუმრებთან კონტაქტში.

პანდემიის დროს გადავარჩინე. თანამშრომლები შევინარჩუნე, ვცდილობდი, არაფერი შეხებოდა... ბევრი ისევ დაკეტილი იყო, ჩვენ რომ გავიხსენით.

ვცდილობთ კერძები იყოს საუკეთესოდ მომზადებული, როგორც ოჯახში. ვაკონტროლებ ხარისხს სამზარეულოშიც და ყველგან. გვაქვს ცეცხლოვანი ბლინი, რაც უყვართ, ხორცის ბურთულები - "ჩობუშები" გვაქვს, ლუდზე მისაყოლებელი ყველის კერძი. დიდი მოთხოვნაა გულიაშზე და უნგრულ ქათმის კოტლეტზე. 

ჩვენს კაფე-ბართან ბევრს ტკბილი მოგონება აკავშირებს. ბევრის საყვარელი, თავშეყრის ადგილია. ჩემმა შვილმა და სიძემ ამ კაფეში გაიცნეს ერთმანეთი. ბევრს აქვს ნათქვამი ჩემთვის, მე და ჩემმა მეუღლემ თქვენს ბარში გავიცანით ერთმანეთი და შევუღლდითო, ან ხელი მთხოვა თქვენს ბარშიო, ან აქ გვქონდა პაემანიო... ეს სასიხარულოა ნამდვილად. ასე რომ, დიდი ისტორია აქვს ჩემს "ჩაბას". სხვათა შორის, პეროვსკაიაზე სულ შვიდი ბარი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული იყო "ჩაბა". ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა, პოლიტიკოსი გინდა თუ ხელოვანები... 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"შეშინებული წამოვდექი, ხელში ანთებული სანთლები მეჭირა და ვკანკალებდი..." - ისტორია გოდერძი ჩოხელზე, რომელიც უნდა წაიკითხოთ

მგონი, პირველად გამიხარდა ინტერვიუს მიცემა... ხიფათიანი ბიჭია, ბევრს გადაურჩა ..." - რატომ მოისურვა გია ბურჯანაძეზე საუბარი ქეთევან კიკნაძემ

მთხოვა, ქართული მასწავლე, სცენიდან რომ მაყურებელს მივესალმოო..." - ცნობილი პიანისტი მაქსიმ მრვიცა თბილისში ჩამოდის

"გამოვიდა, დოდოს თავზე წამოადგა და ქუჩურად შეაგინა. არ შეგიძლია თამაში? შენი… ...ო, შეუკურთხა" - როგორი იყო სესილია კადრს მიღმა