გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
დღეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის არტისტი - თამარ სხირტლაძე. სამწუხარო ინფორმაცია მარჯანიშვილის თეატრმა გაავრცელა.
კოლეგებიდან უკანასკნელნი, ვინც მსახიობი შინ მოინახულა - ასმათ ტყაბლაძე, ქეთი ჩხეიძე და ეკა მჟავანაძე არიან. ასმათ ტყაბლაძემ ეს სამწუხარო ინფორმაცია "პრაიმტაიმისგან" შეიტყო.
ასმათ ტყაბლაძე: - დავპირდი ამ დღეებში შემოგივლი-მეთქი... ჩემი თამარა... როგორ უნდოდა სიცოცხლე.
ბოლოს, ორი კვირის წინ რომ ვიყავი, ისეთი თვალები ჰქონდა, ამ ქვეყნის აღარ იყო. ეკა მჟავანაძეს ვუთხარი კიდეც, თვალები არ მომწონს, არაამქვეყნიური აქვს-მეთქი.
კარგი მსახიობი იყო, დიდხანს იცოცხლა და ღმერთმა მისცა ბედნიერება, რომ ბოლომდე ეთამაშა.
სცენაზე ყოფნის სიამოვნება ბოლომდე მიიღო. მისთვის მთავარი საქმე ეგ იყო.
გული დამწყდა. ის იყო ჩემი ბოლო მოჰიკანი. მე ხომ ყველა ასაკოვან მსახიობთან ვმეგობრობდი...