დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ასმათ ტყაბლაძის ოჯახმა კოვიდი ახლახან გადაიტანა. ღმერთით, მშვიდობით. როგორც მსახიობი გვიყვება, მხოლოდ სამი დღე იყო რთული. ისე კი, მხნეობა და განწყობა შეინარჩუნა და იოლად გაისტუმრა ვერაგი ინფექცია.
ასმათ ტყაბლაძე: ჯერ ჩემ სიძეს დაუდასტურდა კოვიდი, რომელმაც შვილს, ჩემს შვილიშვილს გადასდო. ბავშვი ჩემთან მოვიდა და გადაგვედო მე და ჩემს დას. ბავშვს მაღალი სიცხეები ჰქონდა. სამი დღე მეც გამიჭირდა. მეშინოდა, ჩემი უფროსი და როგორ გადაიტანდა. ის ჩემზე უფროსია და ცოტა ჭარბი წონა აქვს. თუმცა მან უფრო იოლად გადაიტანა. მე დამასუსტა. დაბალი სიცხეც მქონდა და მაღალიც. ცოტა მახველა. ორი კვირა გავიდა, ახლახან დავდექი ფეხზე.
სავარაუდოდ ომიკრონი იყო, რადგან შედარებით იოლად შეგვეშვა. დელტა ბევრად მძიმე გადასატანია. ეს ვირუსი ძალზედ იოლად გადაგვედო ყველას. ისე ადვილად და სწრაფად გადადის, გინდა ატარე პირბადე, გინდა მოერიდე...
ვბერეთ ბუშტები, ვიმოძრავეთ, ყველაფერს მე ვაკეთებდი სახლში. სატურუციას ვამოწმებდი. სითხეებს ვსვამდი. გემო შემეცვალა. იმ დროს საჭმელს მწარე გემო ჰქონდა. ყნოსვა მძაფრი მაქვს და ეტყობა, ვერ მომერია. უკვე გემო ნელ-ნელა მიბრუნდება.
მე მშიშარა არ ვარ. მთავარი იყო ბავშვის ჯანმრთელობა. შვილიშვილი მთხოვდა, ბებო, რამე მომიყევიო და მეც სასაცილო ამბებს ვუყვებოდი. ვიხსენებდი თეატრის ამბებს. ვუყურეთ კომედიებს. ორივეს დაგვეხმარა, განწყობა აგვიმაღლა. ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვანია კოვიდთან ბრძოლაში.