1728499899
UFC - ში 2022 წელს “აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე გახსნის !
გიგა ჭიკაძე UFC - ში 2022 წლის, 16 იანვარს ორთაბრძოლას გამართავს კელვინ კატართან,
რომელიც საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება .
ამ მომენტისთვის ქვემსუბუქ წონაში გიგა მე-8 პოზიციაზეა, ხოლო კელვინ კატარი კი 5 პოზიციას იკავებს.
გიგას UFC - ში ამჟამად სტატისტიკა 7-0 აქვს, საიდანაც ბოლო ისტორიულ ბრძოლაში დაპირისპირების მე-3 რაუნდში ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო კატარის დამარცხების შემთხვევაში, MMA -ის ქართული ისტორიის მანძილზე, რეიტინგში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ქამარს.
„თავს ძალიან კარგად ვგრძობ , წონის კლებაც კარგად მიმდინარეობს, ცოტა დამრჩა დასაკლები, ერთი სული მაქვს როდის დადგება ის მომენტი რომ ოქტაგონში შევიდე და გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის.“- განაცხადა გიგა ჭიკაძემ.
გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
აჭარაბეთი გიგას წარმატებას უსურვებს!