სახლი

1774852891

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტო, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი ქულა ენიჭება. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროკურატურა

1774618359

პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 26 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება თავიანთი პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა შეეწყვიტათ სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დიღმურა

1774425468

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.„არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის  ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს  და, დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მოქალაქეებს წინასწარ მოუბოდიშა სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტის გამო.„სამუშაოების წარმოების პროცესში, ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.  სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივია იქნება დისკომფორტი. მინდა, მოქალაქეებს მოთმინებისთვის წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გუდაური- კობი

1774270866

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი დანახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი:

1774003224

ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა სიონის ტაძარში დაკრძალული პატრიარქების საფლავებს. მისი უწმინდესობა ანთებულ საკმეველს და სანთელს დაუდგამდა ხოლმე თითოეული მათგანის საფლავს - დეკანოზი გიორგი სანამაშვილი

 ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის, - განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.მისი თქმით, სიონის ტაძარში არაერთი პატრიარქია დაკრძალული და ილია მეორე „განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს“.„1917 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, მას შემდეგ აქ არიან დაკრძალულები: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები და მათ გარდა კიდევ არის არაერთი წმინდა საკრძალი. მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული კრძალვა და განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს და საკრძალს. მისი უწმინდესობა გამოგვატანდა ხოლმე ანთებულ საკმეველს ჭურჭლით, სანთელს და თითოეულ მათგანს დაუდგამდა საფლავზე თავთან.ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის“, - განაცხადა დეკანოზმა.ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქსტატი

1774001029

თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.7-პროცენტიანი მატება.საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვართან შედარებით ფასები 2.2 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.5 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5 პროცენტი) და ძირითად ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე (-6.1 პროცენტი).გარდა ამისა, ფასების 1.9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 34.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (47.6 პროცენტი);დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.24 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (10.3 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (11.2 პროცენტი);ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკომისიის სპიკერი

1773723621

არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი - ევროკომისიის პრესსპიკერი კითხვაზე, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევში

 ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარიმ, ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ განმარტება გააკეთა."როგორც გასულ კვირაში განვაცხადე, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გულდასმით გავაგრძელებთ დაკვირვებას ამის პრაქტიკულ განხორციელებაზე", - განაცხადა მან.ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე: "როცა ამბობთ "რეექსპორტს", გულისხმობთ, რომ რუსეთის ნავთობი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ისინი მას ხელახლა ყიდდნენ, როგორც ქართულ ნავთობს - ამას გულისხმობთ?"ევროკომისიის პრესსპიკერმა უპასუხა: "არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ასე ხდებოდა - ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი ევროკავშირში".

თეგეტა

1772786564

ქალი მართავს – „თეგეტამ“ მარტის კამპანია დაიწყო

„ქალი მართავს“ ოჯახს, ბიზნესს, კომპანიას; მართავს თამამად, შეუპოვრად და წარმატებით - ამ კონცეფციით შეიქმნა „თეგეტა ჰოლდინგის“ საგაზაფხულო კამპანია, რომელიც სრულად ქალებს ეძღვნება. მთავარი მიზანი იმ მრავალმხრივი უნარების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა, რომლებითაც ქალები ნებისმიერ პროფესიასა და საქმეს ართმევენ თავს.კამპანია საიმიჯო ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელიც კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან კოლაბორაციით მომზადდა. ვიდეო სხვადასხვა პროფესიის 27 ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავისი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ქალი მართავს და მართავს თავდაჯერებით.ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ ყველას ნათლად დავანახოთ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. მარტი სრულად ქალებს მივუძღვენით, გვინდა, ეს იყოს თვე სავსე აღიარებითა და შთამაგონებელი ისტორიებით.„თეგეტა ჰოლდინგის“ პრიზმიდან ქალის მმართველობითი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვსურს, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ამ მასშტაბურ, სტერეოტიპულად მასკულინურ ინდუსტრიაში, კომპანია მათ გვერდით დგას, აფასებს მათ შრომას და აღიარებს მათ წარმატებას. საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია და ყველა ის აქტივობა, რომლებიც დაიგეგმა, ერთ გზავნილს ემსახურება - ქალი წარმატებულია ყველა სფეროში, რასაც აირჩევს. ამასთან ერთად, ეს კამპანია ჩვენთვის ძალიან ავთენტიკურია, რადგან უშუალოდ „თეგეტასაც“ 30-წლიან ისტორიაში პირველად ქალი მართავს“.საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია, სხვადასხვა აქტივობა მასშტაბური კამპანიის ნაწილია. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კომპანიის შიდა კულტურაზეც: „თეგეტა“ აცხადებს, რომ ქალების როლი კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებულია.თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა ან მარტის კამპანია არ არის, ეს ჩვენი გრძელვადიანი, თანმიმდევრული სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გენდერულად თანასწორი გარემო, სადაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბარია. სწორედ ამიტომ ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკითა თუ გადამზადების პროგრამებით აქტიურად ვუწყობთ ხელს ქალების გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების მაჩვენებელი 18-დან 32%-მდე გაიზარდა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამუშაო სივრცით არ შემოიფარგლება - CSR პროექტებით მხარს ვუჭერთ ქალებს სპორტში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სოციალურ ინიციატივაში. გვჯერა, რომ ბარიერების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.სწორედ კორპორაციული ღირებულებებია ის საფუძველი, რასაც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის აქტივობები ეფუძნება. საზოგადოება გაიცნობს ავტოინდუსტრიაში დასაქმებულ ქალებს. ასევე „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ  კომპანიის მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს. მარტის კამპანია  კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი წარმატებით მართავს ქალი რთულ პროფესიებსა და ყოველდღიურ გამოწვევებს; და რომ საბოლოოდ მართვა არა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი, არამედ ის შინაგანი ძალაა, რომელსაც ქალები ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ.„თეგეტა ჰოლდინგი“, ავტოინდუსტრიაში ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სექტორში, სისტემურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ინიციატივებს, რომელიც კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილია.კომპანიაში სჯერათ, რომ ქალები პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით მუდმივად ამტკიცებენ, რომ  წარმატებას განსაზღვრავს არა გენდერი, არამედ ცოდნა, შრომა და მონდომება. „თეგეტას“ ქალთა გაძლიერების პროგრამებიც ზუსტად ამას ასახავს. ის მოიცავს ქალი ლიდერების გაძლიერებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციას. ბოლო ერთ წელიწადში ქალთა წარმომადგენლობა ტოპ-მენეჯმენტში 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს კომპანიამ პირველად დანიშნა ქალი CEO.დღეს ქალები კომპანიის თანამშრომელთა 24%-ს შეადგენენ, მათ შორის ტექნიკურ, საინჟინრო, სერვისის პოზიციებზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკის მიმართულებით პირველი ქალი მექანიკოსები მოამზადა და დაასაქმა.„თეგეტა აკადემიის“ პროგრამების ფარგლებში გასულ წელს 172-მა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება.კომპანია ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა 2019 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან - გაეროს სააგენტოებთან ამ საკითხებზე, ახორციელებს ცნობიერების ამაღლების პროექტებს, როგორიცაა „მამაკაცური საუბრები“, „მამების სკოლა“, კამპანიებს და ა.შ. დანერგილი აქვს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა და თანასწორი სამუშაო გარემოს სტანდარტები. კომპანია კაცებით დომინირებულ სექტორებზე სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტშიც ცდილობს - მათ შორისაა ქალი რალისტებისა და ქალი ფეხბურთელების მხარდაჭერა, ქალების გაძლიერება ციფრულ პროფესიებში და სხვ.--,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა

1771244031

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი წარუდგინა.მინისტრმა გიორგი წკრიალაშვილის პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს.დავით სონღულაშვილმა ახალი გუნდის წევრს წარმატებები უსურვა.მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პოზიციას იკავებდა იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის 2001–2004 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.ბოლო წლებში იგი კერძო სექტორში საქმიანობდა როგორც მეწარმე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. 2023 წლიდან დღემდე იყო სამშენებლო კომპანიების ჯგუფის „რეფორმა ქონსთრაქშენი“ გენერალური დირექტორი.გიორგი  წკრიალაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; ასევე სწავლობდა რურის უნივერსიტეტსა (Ruhr-Universität Bochum, ქ. ბოხუმი, გერმანია) და ჩრდილო-დასავლეთმიჩიგანის კოლეჯში (Northwestern Michigan College, მიჩიგანის შტატი, აშშ).

 აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1770294673

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზაპოროჟიე

1770178908

ზაპოროჟიესა და ხარკოვში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია 15 მოქალაქე

 ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ზაპოროჟიესა და ხარკოვში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას. დაშავებულია 15 მოქალაქე.აფეთქებების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა; ზიანი მიადგა ენერგო სისტემასაც, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინაში მწვავე კრიზისს განიცდის.მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობა გაუსაძლის ყინვაში გათბობისა და დენის გარეშეა დარჩენილი

პარლამენტი

1770178266

ფასების შემსწავლელი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დადგინდეს

 რა ფაქტორები მოქმედებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის მატებაზე? საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დადგინდეს - გაირკვევა კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.მუშაობას კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადაც 3 თვით განისაზღვრა, ხვალ დაიწყებს.მმართველი გუნდის თქმით, საპარლამენტო, ისევე როგორც სამთავრობო კომისიების მუშაობა გამჭვირვალედ წარიმართება.პროცესის დაწყებისთვის მზადაა ოპოზიციაც.