საუბარი გაიშიფრა - რა უპასუხა მამარდაშვილმა ფერან ტორესის შეკითხვას

ფერარს

ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" გასვლაზე "ბარსელონასთან" 1:7 განადგურდა. ქართველ მეკარესა და მთლიანად "ღამურებს" მიმდინარე სეზონში აშკარად ყველაზე მძიმე მატჩი ჰქონდათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კატალონიელთა შემტევი ფერან ტორესი მამარდაშვილთან მივიდა და გამოელაპარაკა, მათი საუბარი კი ტუჩებით კითხვის ექსპერტებმა გაშიფრეს.

ირკვევა, რომ ტორესმა ქართველს ჰკითხა, თუ რატომ არ გადავიდა "ლივერპულში" გასულ ზაფხულს და იჯარით "ვალენსიაში" დარჩა, რაზეც გიორგი უპასუხა, რომ ეს ალისონის გამო გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ ამ მატჩში რამდენიმე ბურთის აღება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის "ლივერპულს" მომავალ
ზაფხულს შეუერთდება. 

ნახეთ, ვიდეო სპორტალზე: