ზელენსკი აშშ-ის ფინანსური დახმარების გაყინვაზე: უკრაინა მოიძიებს შიდა რესურსებს და ისაუბრებს ევროპელ პარტნიორებთან დაფინანსებაზე

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოისმინა მოხსენება იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ადრე ფინანსდებოდა შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ახლა შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინა მოიძიებს შიდა რესურსებს და ისაუბრებს ევროპელ პარტნიორებთან დაფინანსებაზე.

„დღეს უკვე მოვისმინე მოხსენება კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამებზე, რომლებიც ახლა შეჩერებულია, მაგრამ ადრე ფინანსდებოდა ამერიკის მხარდაჭერით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მე ასევე დავავალე, გაგრძელდეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეჩერებული დახმარების აუდიტი და სწორედ ჰუმანიტარულ, უსაფრთხოების და სოციალურ სფეროებში უნდა იყოს მეტი აქტივობა ჩვენგან და ევროპისგან, რათა ახლა, ვიდრე ახალი ამერიკული პოლიტიკა მუშავდება, მხარი დავუჭიროთ ხალხს“, - დასძინა მან.