„უმძიმესი ტრაგედიაა...“ - ანსამბლი „რუსთავი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნატა ქოიავა

ანსამბლი „რუსთავი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ანსამბლი რუსთავი ღრმა მწუხარებით იუწყება ანსამბლის წევრის მახო ქოიავას შვილის, ნატალიას გარდაცვალებას, ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში. 

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ნატალია ქოიავა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის მეექვსე სართულის აივნიდან გადავარდა.