საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას დაუპირისპირდება – წილისყრა უეფა-ს ოფისში, ნიონში გაიმართა.

რამაზ სვანაძის გუნდმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – გუნდს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, ფინალურ ტურნირზე ითამაშოს. პირველ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ევრო 2023-ზე მასპინძლის რანგში ითამაშა. შესარჩევი ციკლიდან კი გუნდს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის საგზური ჯერ არ მოუპოვებია.

საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები იყვნენ ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია. პლეი ოფის ორმატჩიანი დაპირისპირებები 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება.