2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, შაბათი-კვირა საქართველოში წვიმიანი იქნება, ხოლო ორშაბათიდან გამოიდარებს.
„13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი, 14 ოქტომბერს საღამოს საათებში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და 15-ში გამოიდარებს.ასე, რომ გაითვალისწინეთ! 13 ოქტომბრის დღის ბოლოდან - 14 ოქტომბრის საღამომდე საქართველოში ძლიერი ნალექი მოვა, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ნეგატივებთან, როგორიცაა; უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების გააქტიურება, ტრანსპორტის შეფერხება. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.“ - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.