ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რომელიც სკოლის შენობაში იყო განთავსებული

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რომელიც სკოლის შენობაში იყო განთავსებული

ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დაჯგუფება „ჰამასის“ და ორგანიზაცია „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რომელიც სკოლაში იყო განთავსებული. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) მტკიცებით, დაბომბვის დროს შენობაში 12 ტერორისტი იმყოფებოდა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებით იყვნენ დაკავებულნი.

სამხედროების განცხადებით, მათ სპეციალურ ზომებს მიმართეს, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმამდე დაეყვანათ.

ამასთან ერთად, პალესტინური მხარის მტკიცებით, ისრაელის ავიაიერიშს 19 პალესტინელი ემსხვერპლა. მათ შორისაა ბავშვებიც. ათეულობით ადამიანი კი დაშავდა.